საქართველო

საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე, კერძოდ, კავკასიაში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ესაზღვრება შავი ზღვა, ჩრდილოეთით — რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — აზერბაიჯანი, სამხრეთით — სომხეთი და თურქეთი.

ადრეული ქვის ხანიდან მოყოლებული, თანამედროვე საქართველოს ტერიტორია მუდმივად იყო დასახლებული. კლასიკურ ანტიკურ ხანაში აყვავდა ქართული სახელმწიფოები კოლხეთი და იბერია, რამაც დასაბამი მისცა საერთო ქართულ კულტურასა და სახელმწიფოებრიობას. საფუძველი ჩაუყარა იმ კულტურული ღირებულებების და ტრადიციები ჩამოყალიბებას და განვითარებას, რაც ასე ძალიან ხიბლავდა და დღესაც აჯადოვებს ნებისმიერი ერის წარმომადგენელს და რაც ერთიორად გვიბიძგებს უკეთ შევიცნოთ საკუთარი სამშობლო ანტიკურობიდან თანამედროვე მიღწევებამდე.

ფაქტები საქართველოს შესახებ

1-FoodWine1

ღვინის აკვანი – საქართველო, უდაოდ, ღვინის სამშობლოა. ყურძნის წიპწა, რომელიც ნაპოვნი იქნა კავკასიის სამარხებში ღვინის თიხის ჭურჭელთან ერთად, თარიღდება 7,000 წლით. არსად სხვაგან ღვინის კულტურის ასეთი ძველი ნაკვალევი არ მოიძებნა. თავად სიტყვა „ღვინი”-ს ინგლისური შესატყვისი, აღებული ქართული „ღვინო”-სგან,  გაცილებით მეტ ხანს არის გამოყენებაში,  ვიდრე არსებობს თანამედროვე ენების უმრავლესობა.

bagrati-1-e1422553668757

უნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები – ამ სიას ეკუთვნის საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა, ბაგრატისა და გელათის ტაძრები, ზემო სხვანეთის ულამაზესი სოფელი – უშგული

6670pirvel_evr4

პირველი ევროპელები – საქართველო, მსოფლიოს ყურადღების ქვეშ ექცევა თავისი დაუჯერებელი აღმოჩენით.  დმანისში, თბილისიდან სამხრეთით,  აღმოჩენილია 1.8 მლნ  წლით დათარიღებული ჰომინიდის ნარჩენები.

1992jerus1a

უნიკალური ანბანი-მსოფლიოს 14 დამოუკიდებელი ანბანს შორის ქართულს საკუთარი ადგილი უკავია. ყველაზე ადრეული ხელნაწერები თარიღდება მე-5 საუკუნის დასაწყისით.

Ushguli2

ევროპის ყველაზე მაღალი დასახლება – ზღვის დონიდან 2 300 მეტრზე, სვანეთის რეგიონში მდებარეობს სოფელი უშგული.

შურუბუმუ1

მრავალფეროვანი და ხელშეუხებელი ბუნება – მიუხედავად მხოლოდ 69,700 კვ. კილომეტრისა,  ქართული ბიომრავალფეროვნება  უზარმაზარია: სუბტროპიკული ჭაობები, ნახევარ-უდაბნოები, ძალიან მაღალი ალპური მდელოები და  თოვლით დაფარული ვეებერთელა მწვერვალები. ამ ყველაფრის ნახვა  შესაძლებელია ერთმანეთის მიყოლებით ასი კილომეტრის ფარგლებში. აქ არის 40-ზე მეტი დაცული ტერიტორია.

promete61

ამოუწურავი ტურისტული შესაძლებლობები – საქართველოს სილამაზე ღიაა ნებისმიერი მოგზაურისთვის, რომელიც მოწყურებულია ახალ ღირსშესანიშნაობებს, ხმებს, ბუნებრივ და მდიდარ კულტურას.

Mazeri-gorge.-bridge-35.69-12.07.03-copy1

მთამსვლელობა და ლაშქრობები – მწვერვალები შხარა(5,201 მეტრი) და უშბა (4,710 მეტრი) და სვანურ ოჯახში დარჩენის შესაძლებლობა, საშუალებას გაძლევს ბოლომდე შეიგრძნო ულამაზეს ბუნებასთან შერწყმული სვანური კულტურა და ტრადიციები.

Black-Sea-Coast.COVER_

ზაფხულისა და ზამთრის კურორტები – შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო საშუალებას გვაძლევს გავირუჯოთ მშვიდად და დავისვენოთ  აქტიურად. ზამთრის კურორტები კი ელის როგორც მოყვარულების, ასევე პროფესიონალი მოთხილამურეებს.

10511248_802241279808996_2108922419390275679_n

სწრაფი განვითარება -ჟურნალი New York Times-ი 52 საუკეთესო ტურისტულ ქვეყანას შორის, საქართველოს მე-6 ადგილზე ასახელები. თბილისი კი დასავალურ სამყაროში ერთ-ერთი ყველზე უსაფრთხო დედაქალაქი გახდა.