Notice: wpdb::prepare was called incorrectly. The query does not contain the correct number of placeholders (2) for the number of arguments passed (3). Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 4.8.3.) in /home/georgi34/domains/georgiantour.ge/public_html/wp-includes/functions.php on line 3838
Georgian Tour | Art Nouveau Tbilisi
  • თავისუფლების მოედანი “საქართველოს ბანკი”-ს მთავარი საოპერაციო დარბაზი. აქ წარმოდგენილია ხელუხლებლად ორ სართულიანი მალაქიტით და მარმარილოთი გაწყობილი დარბაზი, რომელსაც აქვს ფერადი მინის სამ ნაწილიანი ჟალუზის ჭერი, ჭედური ფოლადის საკასო განყოფილება, ავსტრიული სისტემის სეიფ ოთახით რომელიც მოხატულია მცენარეული ორნამენტით – მუშა მდგომარეობაში –  დარბაზის შემდეგ არის შიდა, ცერემონიალური კიბე მრგვალ მინაშენში (ადმინისტრაციის ნაწილი);  საოპერაციო დარბაზის მთელი კომპლექსი იმავდროულად გამოიყენებოდა როგორც სამეჯლისო სივრცე. (ხანგრძლივობა 15 წუთი)
  • საჯარო  ბიბლიოთეკის 1 და 2 კორპუსებში, სადაც ანალოგიური დანიშნულების დარბაზებია ორი სხვა,  ყოფილი ბანკების შენობებში. ეს სამი შენობა წარმოადგენს მე-19 ს. ბოლო – მე-20 ს. დასაწყისის არტ ნუევოს სტილის საუკეთესო ნიმუშებს. (ხანგრძლივობა 15 წუთი)

biblioteka

  • ვეწვევით სახელმწიფო მუზეუმს, სადაც დავათვალიერებთ ორ უნიკალურ კოლექციას – არქეოლოგიის ოქროს ფონდს, სადაც გამოფენილია საქართველოში აღმოჩენილი ოქრომჭედლობის ნიმუშები ძვ.წ.ა. 26-ე საუკუნიდან ახ.წ.ა. მე -6 ს.-მდე და აღმოსავლეთის ხელოვნების დარბაზს – სადაც დაცულია ირანული მხატვრობის ე.წ.  “ყაჯართა პორტრეტების” უნიკალური და უდიდესი კოლექცია. (ხანგრძლივობა 40-40 წუთი)

museumi

  • დ. სარაჯიშვილის სახლ-მუზეუმში (მაჩაბელის ქუჩა) აქ ხელუხლებლადაა წარმოდგენილი, როგორც 1905 წლის მდიდრული საცხოვრებელი არქიტექტურა, ასევე იმდროინდელი შიდა ინტერიერი და ავეჯი,  გათბობის სისტემა, დეკორატიულად გაფორმებული ბუხრები, ხის პანელური ჭერი, მოზაიკური იატაკი ვერანდაზე, შიდა ბაღი და ა.შ. (ხანგრძლივობა 40 წუთი)

sarajishvili

  • კარგარეთელის ქუჩაზე მდებარე პრინც ოლდენბურგის სასახლეში განთავლებულ ქართული კინოსა და თეატრის კოსტუმების მუზეუმში. ეს სასახლე ევროპული საქალაქო არქირექტურის თვალსაჩინო ნიმუშია და უაღრესად საინტერესო და რომანტიკული ისტორია აქვს. მის კოლექციაშია უნიკალური კოსტუმებისა და 19-20 სს-ის ფერწერული ტილოების და ნახატების კოლექცია. აქვეა თბილისში არსებული ევროპული ბუხრების ნიმუშები. (ხანგრძლივობა 40 წუთი)

sasaxle1

  • საფეხმავლო ტური დ. აღმაშენებლის გამზირზე, სადაც დავათვალიერებთ ე.წ. “გერმანულ ქალაქს” – გერმანელ კოლონისთა თბილისურ დასახლებას  – მის არტ ნუევოსა და მოდერნის სტილის არქიტექტურას და გავეცნობით ქალაქის ამ კოლორიტული უბნის საინტერესო ისტორიის დეტალებს. (ხანგრძლივობა 1 საათი)

agmashenebeli1

  • ქართული ღვინოების საუკეთესო სალონი “ღვინის გალერეა” რომელიც მდებარეობს წინამძღვრიშვილის ქუჩა # 39 -ში. თვითონ შენობა წარმოადგენს თბილისისთვის უნიკალურ , გალერეით შეერთებულ ტყუპ კუთხის სახლს; ამ გალერეაში წარმოდგენილია სრულიად საქართველოს საუკეთესო ღვინოების კოლექცია და სტუმრებს შევთავაზებთ უფასო დეგუსტაციას (მოწონებული ღვინოები შეუძლიათ იქვე შეიძინონ) (ხანგრძლივობა 1 საათი)

 

gvino

  • კერძო სამხატვრო კოლექციის დათვალიერება. (ხანგრძლივობა 1 საათი)
  • თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი. ინტერიერის დათვალიერება. მთავარ დარბაზში სპეციალურად სტუმრებისთვის გამართული კონცერტი, სადაც იცეკვებს ქართული ანსამბლი, იმღერებენ ქართული ხმები და გააცნობენ სტუმრებს ქართულ სასცენო კულტურას. კონცერტის შემდეგ სტუმრებს ელით ვახშამი სარკეებიან დარბაზში. (ხანგრძლივობა 1-1 საათი)

opera1

  • ვახშამი სადაც იქნება ტრადიციული თბილისური სუფრა და  სტუმრებისთვის შესრულდება ქალაქური, ძველი, მე-19 ს-ის ბოლო და მე-20 ს-ის დასაწყისის ქართული და თბილისში-ღა შემორჩენილი რუსული რომანსები (ფორტეპიანოს აკომპანიმენტით). (ხანგრძლივობა 3 საათი)

cekva

გამოგვიგზავნეთ კითხვა

თქვენი სახელი (აუცილებელი)

თქვენი ელ.ფოსტა (აუცილებელი)

მესიჯი